ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ 2030-თან

ივანიშვილი ელისაშვილის შესახებ: პრეზიდენტის ხელით კეთდება ეს ყველაფერი

ელისაშვილის პრობლემა მარტივია ასახსნელად. წელიწადნახევარი გავიდა, ეს კაცი გამოდის და რაღაც აღმოჩენებს აკეთებს. ჩემი აზრით, ერთი და იგივე ხალხისგან, ერთი და იგივე ჯგუფისგან არის ეს ორგანიზებული და ემსახურება ერთ მიზანს - დააკნინონ როგორმე პროცესი, რაც ნაციონალურ მოძრაობას ძალიან აწყობს და რუსთავი 2 უდგას ამასაც სათავეში, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არ იყვნენ, მოვიდა ქართული ოცნება და ფულის გასაკეთებლად მოხდა მთელი ეს პროცესი. ასე უნდთ რომ დაამახინჯონ და აღწერონ მთელი სიტუაცია. [...] პრეზიდენტის ხელით კეთდება ეს ყველაფერი, რომელიც განუხრელად ცდილობდა მმართველი ყოფილიყო გუნდის, რომელმაც მოიყვანა. ნახეთ როგორ დაემსგავსა მისი რიტორიკა ნაციონალური მოძრაობის რიტორიკას.

ბიძინა ივანიშვილი გადაცემა 2030-ში შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის განცხადებებზე საუბრობს.

კომენტარები