ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ 2030-თან

ივანიშვილი: მას არაფერი დაუშავებია, რომ უფრო დაბალი რანგის თანამდებობა მიიღოს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა რა თქმა უნდა არასწორია და საერთოდ, კაცი წავიდა უმაღლესი თანამდებობიდან და არ მოისურვებს არანაირ უფრო დაბალი რანგის პოლიტიკურ თანამდებობას. მას არაფერი არ დაუშავებია, არაფერი არ გაუფუჭებია, რომ უფრო დაბალი რანგის თანამდებობა მიიღოს. ის იყო მთავრობის მეთაური და ჩემი აზრით, კონსტიტუციით ყველაზე მეტი უფლებები სწორედ მთავრობის მეთაურს აქვს დღეს. რა თქმა უნდა ის არ აპირებს არც ერთი პოლიტიკური თანამდებობა მიიღოს დღეს გუნდში. მან ჩემთან საუბარშიც და საჯაროდაც მგონი იგივე თქვა, რომ უნდა დაისვენოს. შეგახსენებთ მე, რომ ირაკლი დაუღალავად მოღვაწეობდა, არც შაბათი იცოდა და არც კვირა. თავდაუზოგავად, შეიძლება ასე ვთქვათ. მაგრამ მაინ მაინც ისურვა, რომ ერთი თვე, როგორც გააცხადა საჯაროდ, დაისვენებს და მოიფიქრებს. რა თქმა უნდა მას ექნება ბევრი წინადადებები და ჩემგან, რაც შეეხება ქართუ ჯგუფს და ჩემს შესაძლებლობებს ზოგადად, როგორც ივანიშვილის, ჩემი კარი მუდამ ღია იქნება და ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია მუდამ გამოიყენოს ჩემი შესაძლებლობები, როგორც საკუთარი შესაძლებლობები. ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა ქვქონდა, გვაქვს, ოჯახებით ვმეგობრობთ და ასე იქნება მომავალშიც. თვითონ უნდა გადაწყვიტოს და მას ექნება არჩევანი.

ბიძინა ივანიშვილის გადაცემაში 2030, ირაკლი ღარიბაშვილის გეგმეზე საუბრისას

კომენტარები