ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ 2030-თან

"ხალხი, რომელიც სისტემას ემსახურებოდა, დამნაშავე კი არა, მსხვერპლი იყო"

რა არჩევანის წინაშე დავდექით, როდესაც მოვედით - ეს ხალხი, რომელიც ამ სისტემას ემსახურებოდა, ჩემი აზრით, დამნაშავე კი არა, მსხვერპლნი იყვნენ ამ სისტემის. შესაბამისად, ხელისუფლებაში მოსვლის პირველსავე დღიდან არც ერთზე მე საყვედურიც არ მითქვამს. მხედველობაში მაქვს პირველ რიგში ბიზნესი. მახსოვს, ყველაზე მეტად ვინც თანამშრომლობდა ხელისუფლებასთან სააკაშვილის, შერანგიები იყვნენ და მაქაცარიები, მათაც შევხვდი და ვუთხარი, რომ არსად კაპიტალი არ წაიღონ. ყველა პირობას შევუქმნიდი, რომ აკეთონ თავისუფალი ბიზნესი საქართველოში, კანონი დაიცვან ოღონდაც, გადასახადი დროულად გადაიხადონ, არავითარი პრობლემებია არ ექნებათ. მე პირადად არც ერთზე შურისგების გრძნობა არ მქონია და არც მქონია არჩევანი. როგორც პრემიერმინისტრი და გუნდის ლიდერი მაშინდელი, კარგად ვაცნობიერებდი, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გავავლოთ ხაზი - ის, ვინც ემსახურებოდა არ რეჟიმს და იყო მსხვერპლი რეალურად, აბსოლუტური უმრავლესობა იყო მსხვერპლი ამ რეჟიმის, მათზე სასჯელი და მათზე ხაზის გავლება იქნებოდა მიუღებელი და შეუძლებელი.

კომენტარები