დღევანდელ სინოდის სხდომაზე წმინდანად შეირაცხა კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე, ამის შესახებ სინოდის დასრულების შემდეგ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ განაცხადა.
კალისტრატე ცინცაძე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი 1932-1952 წლებში იყო.
სინოდის სხდომაზე ასევე წმინდანებად შეირაცხნენ მეფეები ბაგრატ მესამე და სოლომონ პირველი.
სინოდმა წმინდანად შერაცხა ორი იღუმენი - ნინო ამილახვარი, და თამარ მარჯანიშვილი.