ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილმა ვერდასკო დაამარცხა და ჩინეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში გავიდა

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინში ჩინეთის ღია პირველობის ჩემპიონატის მერვედფინალში მსოფლიოს 27-ე ჩოგანი, ესპანელი ფერნანდო ვერდასკო ორ სეტში ანგარიშით 7:6, 6:4 დაამარცხა.

მეოთხედფინალში ბასილაშვილი მალეკ ჯაზირისა და ალექსანდრ ზვერევს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ვერსადკომდე ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-17 ნომერი, ამერიკელი ჯეკ სოკი დაამარცხა.

ამჟამად რეიტინგში ბასილაშვილი მისთვის რეკორდულ 29-ე ადგილს იკავებს.

კომენტარები