ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შაპოვალოვი დაამარცხა და შანხაის მასტერსის მეორე ტურში გავიდა

NikolozBasilash / facebook.com

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაიში როლექსის მასტერსის პირველ ტურში კანადელი 19 წლის დენის შაპოვალოვი ორ სეტში ანგარიშით 6:2, 6:2 დაამარცხა და მეორე ტურში გავიდა.

შემდეგი შეხვედრა მას 10 ოქტომბერს მსოფლიოს მე-5 ჩოგანთან გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან ექნება.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბასილაშვილმა პეკინში ჩინეთის ღია პირველობის ტურნირი მოიგო და მსოფლიო რეიტინგში მისთვის რეკორდულ 23-ე ადგილზე გადაინაცვლა.

კომენტარები