ევროკავშირი-ჩინეთი

საგარეო საკითხებში EU-ს უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ჩინეთში ჩავა

საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში. 2023 წლის 23 იანვარი
REUTERS/Johanna Geron

პეკინში ევროკავშირის ელჩის, ხორხე ტოლედოს ცნობით, საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი თავის ჩინელ კოლეგასთან შესახვედრად და "სტრატეგიული საკითხების" განსახილველად ჩინეთში ჩავა.

ტოლედოს თქმით, ბორელი ჩინეთში 10 ივლისს ჩავა და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლი ციანგს შეხვდება.

ბორელის ვიზიტი ჩინეთში კლიმატის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფრანს ტიმერმანსის მიერ პეკინში გამართულ მოლაპარაკებებს მოჰყვება.

"ჩვენ ჩინეთთან მეტი ჩართულობა გვინდა, მაგრამ გვჭირდება პროგრესი და ეს გვჭირდება წელს". - თქვა ელჩმა ტოლედომ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მაო ნინგმა ჟურნალისტებს 4 ივლისს უთხრა, რომ ბორელის ვიზიტთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

ევროკავშირი თავის "ეკონომიკურ კონკურენტთან და სისტემურ მეტოქესთან", ჩინეთთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობების შედეგად შექმნილი რისკების შემცირებას ცდილობს.

კომენტარები