სომხეთ-აზერბაიჯანი

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ყარაბაღის მოვლენები "ეთნიკურ წმენდად" არის მოხსენიებული

European Union

ევროპულმა პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მთიან ყარაბაღიდან ეთნიკურად სომხების მასიურ გადინება "ეთნიკური წმენდად" არის მოხსენიებული. 

რეზოლიის მიხედვით, ევროპარლამენტი"გმობს აზერბაიჯანელი სამხედროების მხრიდან ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მიმართ ძალადობასა და დაშინებას". 

ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან პასუხისმგებლები.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკაშვირმა უნდა გადახედოს მის ურთიერთობას აზერბაიჯანთან. 

"სტრატეგიული პარტნიორობა აზერბაიჯანის მსგავს ქვეყანასთან, რომელიც პირდაპირ არღვევს საერთაშორისო სამართალს და ვალდებულებებს და ადამიანის უფლებების დარღვევის ასეთი შემაშფოთებელი სტატისტიკა აქვს, შეუთავსებელია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ მიზნებთან". – ვკითხულობთ რეზოლუციაში.

რეზოლუციის მიხედვით, ევროკავშირმა უნდა შეაჩეროს აზერბაიჯანთან ახალი ტიპის პარტნიორობის საკითხზე ნებისმიერი მოლაპარაკება და შეამციროს აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის იმპორტზე დამოკიდებულება.

30 სექტემბერს, სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის მიმართ "რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საერთაშორისო კონვენციის დარღვევის ბრალდებით სარჩელი შეიტანა

 

კომენტარები