ტურიზმი საქართველოში

იანვარ–სექტემბერში რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 47.3%-ითაა გაზრდილი – სტატისტიკა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2023 წლის იანვარ-სექტემბრის საერთაშორისო ვიზიტორთა მონაცემებს აქვეყნებს

2023 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი, 1 149 053 ვიზიტორი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდავიზიტორთა რაოდენობით მეორე ქვეყანა თურქეთია (1 081 419 ვიზიტორი), ხოლო მესამესომხეთი (736 086).

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციითრუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 47.3%-ით, თურქეთიდან 99%-ით, ხოლო სომხეთიდან 41.1%-ით არის გაზრდილი.

ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 4.7%-ით არის შემცირებულიხოლო სომხეთის შემთხვევაში - 25.9%-ით. რაც შეეხება თურქეთს, ვიზიტორების რაოდენობა პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 19.2%-ითაა გაზრდილი

დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან (54 322 ) და საფრანგეთიდან (18 771) შემოვიდა. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გერმანიიდან ვიზიტორთა რაოდენობა 40.9%-ით, ხოლო საფრანგეთიდან - 32.4%-ით არის გაზრდილი.

გარდა ამისა, პანდემიამდე არსებულ ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში გერმანიიდან საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 24.6%-ით, ხოლო ხოლო საფრანგეთის შემთხვევაში 16.9%-ითაა შემცირებული.  

2023 წლის იანვარ-სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 43%-ით გაიზარდა, ხოლო პანდემიამდე პერიოდთან შედარებით  23.1%-ით შემცირდა. 

კომენტარები