ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროატლანტიკურ ოჯახს ეკუთვნიან.
სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი 8 ნოემბერს ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის ფარგლებშიც ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, ხოლო უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლის რეკომენდაცია გასცა.
-
ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა
- კომისიამ უკრაინას და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაცია გასცა
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას აშშ-ს საელჩოც გამოეხმაურა. გავრცელებულ განცხადებაში საელჩო საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის მიღებას ულოცავს და წერია, რომ აშშ-ს საქართველოს "ევროპული მომავლის სჯერა".