საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

კვარაცხელია: არ აქვს მნიშვნელობა, გოლს ვინ გაიტანს, მთავარია - გავიმარჯვოთ

ვფიქრობ, კარგ კონდიციებში ვარ, ნაკრებს ჩემს მაქსიმუმს დავახმარ და იმედია, რომ გამარჯვებაში დავეხმარები... არ აქვს მნიშვნელობა, იმ თამაშში გოლს ვინ გაიტანს, მთავარია, რომ საბრძოლველად გავიდეთ მოედანზე და გამარჯვება მოვიპოვოთ...

იმ მოედანზე გაიმარჯვებს ძლიერი და იმედია, რომ ეს ძლიერი ნაკრები იმ დღეს ჩვენ ვიქნებით. მათ [საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს] პატივს ვცემთ, ვიცით მათი სიძლიერე, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ვინმეს გაუხარდება საქართველოში ფინალის თამაში ამდენი გულშემატკივრის წინაშე.

საქართველო-საბერძნეთის მატჩთან დაკავშირებით ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარს ეროვნული ნაკრები ავრცელებს.

ერთა ლიგის ფინალურ დაპირისპირებას საქართველო დინამო არენაზე 26 მარტს უმასპინძლებს. ნახევარფინალურ მატჩში ქართველმა ფეხბურთელებმა ლუქსემბურგი დაამარცხეს. 21 მარტს გამართულ შეხვედრაში, წინა მატჩებში მიღებული ყვითელი ბარათების გამო, ხვიჩა კვარაცხელიამ მონაწილეობა ვერ მიიღო.

კომენტარები