ავსტრალია

სიდნეის სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებულმა პირმა 5 ადამიანი მოკლა

David Gray/AFP/Getty Images

სიდნეის სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებულმა პირმა ხუთი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა. თავდამსხმელი სავაჭრო ცენტრში მყოფმა პოლიციელმა მოკლა, რომელიც შემთხვევის დროს თავდასხმის ადგილას მარტო იმყოფებოდა. 

როგორც ცნობილია, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და ქმედების მოტივი პოლიციისთვის ჯერჯერობით უცნობია. სიდნეის პოლიციას ეს თავდასხმა ტერორიზმთან ჯერ არ დაუკავშირებია. 

თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი შემთხვევის დღეს სავაჭრო ცენტრში ორჯერ იმყოფებოდა, მეორედ დანით შეიარაღებული თავდამსხმელი ძალიან მშვიდად გადაადგილდებოდა. 

"ისე დადიოდა, თითქოს პარკში ნაყინს ჭამდა" - თქვა თვითმხილველმა კაცმა. 

კომენტარები