ახალი რუსული კანონი

მდინარაძე: რომ ჩავიდე და შევაკვდე იდეას, მერე რას შვრებით, ხალხო?

თქვენ წინააღმდეგ რამე აქცია რომ იყოს, ასეთ რისკზე თქვენ არ შეგაგდებდით. 10-20 პროვოკატორი ყოველთვის აღმოჩნდება 1 000-10 000 ადამიანში და არ შეიძლება ასე. მერე რამხელა ესკალაციას გამოიწვევს? - ომის დაწყება თუ გინდათ, თქვით ასე. როგორ შეიძლება, ასე არ უნდა ვუთხრათ ერთმანეთს. 

იმ ხალხთან ჩამოდიო, ანა ნაცვლიშვილი რომ მეუბნება, ორი დღეა, რომ ავდგე და მართლა ჩავიდე, თავი გავწირო და ვიღაცამ რაღაცა ქნას, ეს მერე რას გამოიწვევს? კაი, მე თავი რომ გადავდო და შევაკვდე რაღაც იდეას, რაც თქვენ რუსულად მონათლეთ და სინამდვილეში, ჩემი რწმენით და არგუმენტებით, ქართულია, მერე რას შვებით ხალხო, ესეთ რაღაცას რატომ კადრულობთ? 

ამბობს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე. 

კომენტარები