ისრაელი და პალესტინა

ისრაელის და პალესტინის შეთანხმება : ერთი ჯარისკაცი ათასის ნაცვლად

2006 წელს დატყვევებული ებრაელი სამხედრო გილად შალითი ათასი პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ იქნება გათავისუფლებული. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, შალითი ოჯახს უახლოეს დღეებში დაუბრუნდება. ჰამასი ადასტურებს,რომ გაცვლის განსახორციელებლად მხოლოდ ტექნიკური დეტალების მოგვარება რჩება. ისრაელსა და ჰამასის ლიდერებს შორის გამართულ მოლაპარაკებებში მედიატორებს ეგვიპტე და გერმანია წარმოადგენენ.

ჰამასის ლიდერის ხალედ მაშაალის თქმით, ისრაელი 1027 პატიმარს (აქედან 27 ქალს) ორ ეტაპად გაათავისუფლებს. ერთი კვირის განმავლობაში 450 პატიმარს გაცვლიან შალითში, დანარჩენს ორი თვის შემდეგ გაუშვებენ.

ისრაელისა და ჰამასის ეს შეთანხმება სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების იმედს იძლევა.

კომენტარები