ისრაელი და პალესტინა

პალესტინელი პატიმრები ბრუნდებიან

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/palestinatyveebi.png##fbimage#
 პალესტინასა და ისრაელს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, ისრაელის ჯარისკაცის, გილად შალიტის გათავისუფლების სანაცვლოდ ისრაელმა უკვე გამოუშვა 477 პალესტინელი პატიმარი ციხიდან. გათავისუფლებული პალესტინელები თურქეთში, სირიასა და ყატარში დაბრუნდნენ. ჰამასის ლიდერმა პალესტინელების დაბრუნება ოპონენტის მიერ შეთანხმების პირობების შესრულების დასაწყისად შეაფასა. იგი ისრაელში მყოფი ყველა პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას მოითხოვს. 
მალე ისრაელი კიდევ 550 პალესტინელს გაათავისუფლებს.

კომენტარები