ისრაელი და პალესტინა

ისრაელში ორი კვირის წინ გაუჩინარებული სამი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

ისრაელში ორი კვირის წინ გაუჩინარებული სამი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს
Euronews

Euronews-ის ცნობით, 30 ივნისს ისრაელის ჯარმა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ ნაპოვნია ორი კვირის წინ დაკარგული სამი ახალგაზრდის ცხედარი. ისინი რელიგიური სკოლიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როდესაც გაიტაცეს. მომხდარის შესახებ დაღუპულთა მშობლებს უკვე ეცნობათ.

ახალგაზრდების გატაცებასა და მკვლელობაში ისრაელი დაჯგუფება ჰამასს ადანაშაულებს.

ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მარვენ კავასიმა და ამერ აბუ აიშა ჰამასის წევრები არიან. ოფიციალური ისრაელის განცხადებით, ჯერჯერობით მათი დანაშაულის დამადასტურებელი ოფიციალური მტკიცებულება არ არსებობს. ისრაელის მონაცემებით, ეჭვმიტანილები ორჯერ არიან ნასამართლევი სამხედრო აჯანყებებში მონაწილეობისთვის, მათ შორის - ასაფეთქებელი ნივთიერებების მოპოვებისა და ჰამასის სხვა წევრებითან ერთად ჯგუფური დანაშაულის ორგანიზებისთვის.

Washington Post-ის თანახმად, ჰამასი უარყოფს თავისი წევრების კავშირს მოტაცებასთან, თუმცა დაჯგუფების ლიდერები სიხარულით ხვდებიან მომხდარს და მიესალმებიან იმ ფაქტს, თუ მომავალში კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მოიტაცებენ.

კომენტარები