ისრაელი და პალესტინა

ისლანდიელი დეპუტატები მხარს უჭერენ პალესტინის აღიარებას

ისლანდიის პარლამენტმა სამშაბათს მხარი დაუჭირა პალესტინის  დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობას, ამდენად ისლანდია  არის  პირველი ევროპული სახელმწიფო, რომელიც პალესტინის სახელმწიფოდ  აღიარებას ემხრობა. პალესტინის ავტონომიის ლიდერმა 23  სექტემბერს მიმართა გაეროს პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების მოთხოვნით.  ისრაელი და  მასთან ერთად აშშ  გაეროს მიერ პალესტინის წევრად ცნობის წინააღმდეგ გამოდიან. აშშ აცხადებს, რომ სტატუსის საკითხი პალესტინის და ისრაელის მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდეს.

კომენტარები