ისრაელი და პალესტინა

ჰამასმა ისრაელის ჯარისკაცი გილად შალიტი გაათავისუფლა

 ისრაელის ტელევიზიამ გაავრცელა   გილად შალიტის  ტყვეობიდან გათავისუფლების ამსახველი ვიდეო კადრები.    2006 წელს პალესტინელი  ექსტრემისტების მიერ ტყვედ აყვანილი  ისრაელის ჯარისკაცი ,  მოძრაობა ჰამასმა დღეს გაათავისუფლა. ჰამასმა შალიტი ეგვიპტეში გადასცა ეგვიპტელ ოფიციალურ პირებს,  როგორც ამას ისრაელსა და პალესტინას შორის შეთანხმება ითვალისწინებდა.  გილად შალიტის   სანაცვლოდ ისრაელი  1000-ზე მეტ პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს. 

კომენტარები