მშპ

2010 წელს მშპ 6.3%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მთლიანი შიდა პროდუქტის 2010 წლის დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა.  საქსტატის მონაცემებით საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი 2010 წელს 2009 წელთან შედარებით 6.3%-ით გაიზარდა. მშპ-ის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 20.743 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,3%-ით მეტია. 2010 წლის მონაცემებით მშო ერთ სულ მოსახლეზე 4.675 ლარია.

მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობისა (16,8%) და მრეწველობის (16,1%) დარგები, შემდგომ პოზიციებს იკავებს სახელმწიფო მმართველობა (13%), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (13%), სოფლის მეურნეობა (8,4%), ჯანდაცვა და სოციალური დახმარება (6,7%). 

კომენტარები