Femen

სტამბოლში Femen-ის აქტივისტები დააკავეს

თურქეთის პოლიციამ მოძრაობა Femen-ის 4 აქტივისტი დააკავა, მაშინ როცა მათ სტამბოლში, მთავარი მეჩეთის წინ აქციის ჩატარება სცადეს. სპეციალურად 8 მარტს, Femen-ის წევრებმა მათთვის ჩვეული პროტესტის ფორმით სცადეს მიეპყროთ საზოგადოების ყურადღება. ისინი წელსზემოთ გაშიშვლებულები გმობდნენ ქალების წინააღმდეგ ძალადობას. მანამდე გამართულ პრესკონფერენციაზე გოგონება განაცხადეს, რომ სტამბოლში ”თურქი ქალების უფლებების დასაცავად” აპირებდნენ აქციის გამართავს.

Femen-ის წევრები რეგულარულად ატარებენ საპროტესტო აქციებს უკრაინის გარეთაც. მოძრაობის წევრები ახლახან დააკავეს მოსკოვშიც, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს. მაშინ, Femen-ის წევრები წელსზემოთ გაშიშვლებულები ანტისახელისუფლებო შეძახილებით შეიჭრნენ საარჩევნო უბანზე, სადაც პუტინმა მისცა ხმა.

კომენტარები