აშშ რესპუბლიკელები

რესპუბლიკელების ახალი პლატფორმა: რუსი ხალხი უკეთესს იმსახურებს

 ფლორიდაში, ქალაქ ტამპაში, რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე დელეგატებმა ახალი პლატფორმა მიიღეს. საგარეო პოლიტიკის კუთხით აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკური პარტიის პროგრამა ცალკე ეხება რუსეთთან ურთიერთობის საკითხს. ტერორიზმთან ბრძოლა, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა და ვაჭრობის ხელშეწყობა ის საკითხებია, რომელსაც დოკუმენტი აშშ-სა  და რუსეთს შორის თანამშრომლობის საერთო სფეროებად ასახელებს. თუმცა, ამგვარი თანამშრომლობის მისაღწევად, რესპუბლიკური პარტია მოუწოდებს რუსეთს გადახედოს იმ გზას, რომელსაც ქვეყანა ატარებს. ”ოპოზიციურ პარტიებზე, პრესასა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებზე ზეწოლა; არაპროვოცირებული შეჭრა საქართველოში, ახლო აღმოსავლეთის ტირანებთან ერთად მწყობრში ჩადგომა; და მეზობლების დაშინება იმ ფონზე, როდესაც იცავენ უკანასკნელ სტალინისტურ რეჟიმს ბელორუსიაში. რუსი ხალხი  უკეთესს იმსახურებს” - ნათქვამია დოკუმენტში.
რესპუბლიკელების პლატფორმა დეტალურად მიმოიხილავს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების საკითხსაც. ”რუსეთს უნდა დამყარდეს მუდმივი ჩვეულებრივი სავაჭრო ურთიერთობები, მაგრამ არა სანქციების გარეშე  რუსეთის იმ ოფიციალურ პირებზე, რომლებმაც გამოიყენებს ხელისუფლება ადამიანის უფლებების დასარღვევად. ჩვენ მხარს ვუჭერთ მაგნიცკის კანონის უზენაესობის ანგარიშვალდებულების აქტის ამოქმედებას, როგორც რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების წინაპირობას”.

კომენტარები