აშშ რესპუბლიკელები

სარა პეილინი 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არ იბრძოლებს

ალიასკის ყოფილმა გუბერნატორმა სარა პეილინმა განაცხადა, რომ მომავალი წლის არჩევნებში კენჭს არ იყრის. ” დიდი ფიქრისა და სერიოზული განსჯის შემდეგ გადაწყვეტილება მივიღე, რომ საკუთარი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არ წარმედგინა“ - განაცხადა მან. შედეგად,  რესპუბლიკელების  ფავორიტებად ჯერჯერობით  მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი და  ტეხასის გუბერნატორი რიკ პერი მიიჩნევიან. საკუთარი გადაწყვეტილება პეილინიმ  ახსნა იმით, რომ  რესპუბლიკური  პარტიის  საპრეზიდენტო კანდიდატთა სიმრავლე ობამას კიდევ ერთხელ გამარჯვებას შეუწყობს ხელს, ამასთან თქვა, რომ  მთავარი მისთვის ოჯახია.  2008 წლის არჩევნების წინ, მაშინდელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯონ მაკკეინმა  ალიასკის  გუბერნატორი სარა პეილინი  ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.  

  აღსანიშნავია, რომ სარა  პეილინამდე     არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა  ნიუ ჯერსის გუბერნატორმა  კრის კრისტმა .  

კომენტარები