ცენტრ პოინტი ჯგუფის საქმე

სასამართლო "ცენტრ პოინტი ჯგუფის" საქმეზე აღმკვეთ ღონისძებაზე იმსჯელებს

facebook.com/OfficialPOG

პროკურატურამ სასამართლოს, "ცენტრ პოინტი ჯგუფის" დამფუძნებლების, რუსუდან კერვალიშვილისა და მაია რჩეულიშვილისათვის აღმკვეთი ღონისძების შეფარდების მოთხოვნით მიმართა. კერვალიშვილის ადვოკატის განცხადებით, სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. ივანე ცაგურიას ადვოკატის, გიორგი გვენეტაძის განცხადებით, პროკურატურა  ივანე ცაგურიასთვის პატიმრობის შეფარდებას, ხოლო რუსუდან კერვალიშვილისა და მაია რჩეულისათვის აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვს. 

პროკურატურა რუსუდან კერვალიშვილს და მაია რჩეულიშვილს დიდი ოდენობის თანხის  მითვისებას ედავება. 

 

კომენტარები