ცენტრ პოინტი ჯგუფის საქმე

"ცენტრ პოინტი ჯგუფის" დამფუძნებლებს აღმკვეთ ღონისძიებად გირაო დაეკისრათ

თბილისის საქალაქო სასამართლო, "ცენტრ პოინტი ჯგუფის" დამფუძნებელის, რუსუდან კერვალიშვილის და მაია რჩეულიშვილის საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.  რუსუდან კერვალიშვილს და მაია რჩეულიშვილს სასამართლოს გადაწყვეტილებით აღმკვეთი ღონისძების სახით 250-250- ათას ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრათ. რაც შეეხება კომპანია "დექსუსის" დამფუძნებელს დაჩი ცაგურიას, სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელითაც პროკურატურა ცაგურიას  პატიმრობას ითხოვდა. სასამართლოს გადაწყვეტილების, ივანე ცაგურია სასამართლო დარბზიდან 100,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ იქნა გათავისუფლებული. 

მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის განცხადებით ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან. "კმაყოფილი ვარ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით და მადლობა მინდა გადავუხადო მოსამართლეს ჩემთვის საქმიანობის გაგრელებისა და მოვალეობის შესრულების საშუალების მოცემისთვის, ხოლო ივანე ცაგურიას პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის. ჯერჯერობით, პასუხი არ მაქვს საიდან უნდა გადავიხადო აღნიშნული თანხა, თუმცა სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი იყო" - განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა. 

ხოლოდ მაია რჩეულიშვილის განცხადებით, ის ფიქრობს, რომ ერთ წელიწადში ყველა მოვალეს დააკმაყოფილებენ.  "ჩვენ მოვალეობების შესრულების პროცესში უკვე ვართ, ყველა გაჩერებული ობიექტი დაძრულია და ვფიქრობ, ერთ წელიწადში ყველა მოვალეს დავაკმაყოფილებთ," -აღნიშნა მან, 

კომენტარები