ცენტრ პოინტი ჯგუფის საქმე

დექსუსის დირექტორი: ივანე ცაგურიას დაკავება აბსოლუტურად გაუგებარია

კომპანია დექსუსი ივანე ცაგურიასთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 
 
კომპანია დექსუსის დირექტორი გიორგი ქანანიშვილი აცხადებს, რომ დექსუსის დამფუძნებლის, ივანე ცაგურიას დაკავების მოტივი გაუგებარია. 
 
"პროკურატურა იძიებს ცენტრ პოინტის საქმიანობას 2001-დან 2009 წლამდე პერიოდში. კომპანია დექსუსმა ცენტრ პოინტის აქტივების მართვაზე ხელშეკრულება 2010 წელს გააფორმა, შესაბამისად ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ წაუყენეს დექსუსის ერთ-ერთ დამფუძნებელს ბრალი. მეორე მხრივ, მას ედავებიან დახმარებას ქონების მითვისებაში და ის ადამიანები, რომლებსაც აბრალებენ ქონების მითვისებას, გარეთ არიან და განცხადებებს აკეთებენ, ხოლო ივანე ცაგურია წინასწარ დაკავებაშია", - აცხადებს გიორგი ქანანიშვილი.
 
ცენტრ პოინტ ჯგუფისა და დექსუსის დამფუძნებლებს დიდი ოდენობის თანხების მითვისებაში ბრალი დღეს, 11 ივლისს წაუყენეს
 
 

კომენტარები