მინისტრობის კანდიდატები კომიტეტებში

ჭიკაიძე: დღეს, შსს პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი ორგანიზაციაა

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის კურსს ღირსეულად გააგრძელებს. ალექსანდრე ჭიკაიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ გეგმებსა და პრიორიტეტებზე პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა. შს მინისტრობის კანდიდატის თქმით, მისთვის და ნებისმიერი პოლიციელისთვის ძალიან კომფორტულია, როდესაც პოლიცია დეპოლიტიზებულია. მან მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს ნდობისთვის.

"ბოლო ერთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით დიდი გამოწვევა იყო კრიმინალის ზრდა, რასაც წარმატებით გავართვით თავი, მიუხედავად ფართომასშტაბიანი ამნისტიისა. მთელ ჩემს შესაძლებლობას გამოვიყენებ იმისთვის, რომ ღირსეულად გავაგრძელო ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დაწყებული რეფორმების კურსი და ერთობლივი ძალისხმევით, ქვეყანა გახდეს ცივილიზებული სამყაროს ღირსეული ნაწილი", - განაცხადა ჭიკაიძემ და აღნიშნა, რომ დღეს შსს პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი და საზოგადოებაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა. მინისტრობის კანდიდატის თქმით, პოლიციის საქმიანობაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადამიანის უფლებების პატივისცემას, კანონიერებას, თანასწორობის და ნეიტრალურობის პრინციპების დაცვას.

კომენტარები