უეფას შტაბბინაში, ნიონში გამართული კენჭისყრის შედეგად, ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვა.
E ჯგუფში, ნოდარ აკობიას გუნდთან ერთად, გერმანიის, სერბეთისა და ირლანდიის ნაკრებები იასპარეზებენ. ჯგუფის თამაშებს სერბეთი უმასპინძლებს.
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მასპინძელი ქვეყნის ნაკრებთან ერთად, ჯგუფის გამარჯვებულები ითამაშებენ.
17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი მალტაში, 2014 წლის 9-21 მაისს ჩატარდება.