საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები

ქართველმა 17-წლამდელებმა ყაზახეთი 13:1 დაამარცხეს

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები
gff.ge

ბაქოში სტარტი აიღო 17-წლამდელთა ნაკრებებს შორის კასპიის თასმა. შარშან ტურნირი გიორგი დევდარიანის გაწვრთნილმა გუნდმა მოიგო, წელს კი ქართველ ფეხბურთელებს ნოდარ აკობია წვრთნის.

B ჯგუფში პირველი მატჩი 17-წლამდელმა ჯვაროსნებმა ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართეს და მეტოქე ანგარიშით 13:1 დაამარცხეს.

ჩვენ ჯგუფში, ასევე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს ბულგარელებმა, რომლებმაც ქართველების მსგავსად ყაზახებს 13 გოლი გაუტანეს, თუმცა საკუთარი კარი მშრალად შეინახეს.

3 ივნისს, აშშ მასპინძელ აზერბაიჯანს დაუპირისპირდება, ხოლო გამარჯვებული, ნახევარფინალში საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის უძლიერესს შეხვდება.

კომენტარები