საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები

17-წლამდელებმა მარცხით დაიწყეს

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი მარცხით დაიწყო. 30 ოქტომბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩი, სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 1:3 დასრულდა. გიორგი დევდარიანის გუნდის შემადგენლობაში თავი გიორგი თევზაძემ გამოიჩინა, ხოლო უკრაინელთაგან გოლები ლუჩკევიჩმა, ბორიაჩუკმა და ტრეტიაკოვმა გაიტანეს.

ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩი შოტლანდიისა და ლუქსემბურგის ნაკრებებს შორის დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების გამარჯვებით, ანგარიშით 5:2 დასრულდა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 1 ნოემბერს ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო უკრაინელი 17-წლამდელები შოტლანდიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.

 

კომენტარები