საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები

U17: პრეზიდენტის თასის ფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:6 დამარცხდა

gff.ge

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართული ტურნირის, პრეზიდენტის თასის ფინალურ შეხვედრაში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და 1:6 განადგურდა.

ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ცნობით, მატჩის დაწყებისთანავე უპირატესობას ესპანელი ფეხბურთელები ფლობდნენ. დანიელ ვილანუევამ ჰეთ-თრიქი, ხოლო კარლეს პერესმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლი გაიტანა ფრანჩესკო ვილიალბამაც. ქართველი 17-წლამდელებიდან თავი გიორგი არაბიძემ ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა.

შესაბამისად, ქართველი ფეხბურთელები ტურნირზე მეორე ადგილს დასჯერდნენ. პრეზიდენტის თასის საუკეთესო მცველად ნიკა ყურშავიშვილი დაასახელეს, გიორგი არაბიძე კი ესპანელ დანიელ ვილანუევასთან ერთად, საუკეთესო თავდამსხმელი გახდა.

 

კომენტარები