საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი

ხვალ საქართველოს შტაინმაიერი და ფაბიუსი ეწვევიან

23-24 აპრილს საქართველოში გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი ვიზიტი შედგება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა სამინისტროში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე თქვა.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ლორან ფაბიუსი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდებიან.

„ეს საქართველოს მიერ აღებული ევროატლანტიკური გეზის კიდევ ერთი მხარდაჭერაა“, - აღნიშნავს ზალკალიანი.

როგორც ზალკალიანი ამბობს, ერთობლივი ვიზიტი ადრე უნდა შემდგარიყო, მაგრამ უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის გამო გადაიდო.

„ზედმეტია იმის შესახებ საუბარი, ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი რამდენად მნიშვნელოვანია. ქვეყნების, რომლებსაც ევროკავშირში მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქმით. სწორედ, ამიტომ ევროკავშირის და NATO-ს სამიტამდე საქართველოში ამ ორი მინისტრის ჩამოსვლას დამატებითი დატვირთვა ექნება“, - მიიჩნევს დავით ზალკალიანი.  

 

კომენტარები