საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი

ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი და ლორან ფაბიუსი მაია ფანჯიკიძეს ხვდებიან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ლორან ფაბიუსს ხვდება. პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება. შემდეგ კი, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში წუხელ ჩამოვიდნენ. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ლორან ფაბიუსი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უკვე შეხვდნენ.

"გერმანელი და ფრანგი მინისტრების ერთობლივი ვიზიტი საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მტკიცე მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

კომენტარები