პოლონეთი-საქართველო

საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთის სენატის მარშალი მიიღო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის სენატის მარშალს ბოგდან ბორუსევიჩს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს.

"პოლონურმა მხარემ, უპირველესად, მიულოცა საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და აღინიშნა, რომ მისი რატიფიცირება მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდება. ბოგდან ბორუსევიჩმა აღნიშნა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში. მისი თქმით, პოლონეთი იქნება საქართველოს აქტიური მხარდამჭერი ნატო-ს სამიტზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში სექტემბერში გაიმართება. მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთის საპარლამენტო ჯგუფების თანამშრომლობის გაღრმავებაზეც იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო თვითმმართველობის არჩევნებს და რეგიონალურ საკითხებს. მათი განცხადებით,თვითმმართველობის რეფორმას ქვეყნისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს", - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და აღნიშნავს, რომ შეხვედრისას, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და პოლონეთის განსაკუთრებულ ურთიერთობას და ყურადღება მისი გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს.

კომენტარები