პოლონეთი-საქართველო

ზბიგნევ რაუ: პოლონეთი მუდამ უჭერდა მხარს ქართველების მისწრაფებას, ჰქონოდათ თავისუფლება

საქართველო და ქართული საზოგადოება ტრადიციულად დიდი სიმპათიით სარგებლობს პოლონეთში, სიმპათია, რომელიც ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში და ასევე რუსეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგ ერთობლივი წინააღმდეგობის გაწევისას, რომლის მსხვერპლი არის დღეს უკრაინა, 2008 წელს კი იყო საქართველო. 

პოლონეთი ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერდა საქართველოს საზოგადოების მისწრაფებას, რომ ჰქონოდა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მშვიდობა და ასევე სუვერენული უფლება განვითარების მოდელის, ალიანსისა და  ინტეგრაციული ინსტიტუტის არჩევის. 

[...] ეს პოზიცია ჰქონდა პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის, რომელიც 2008 წელს, ბუქარესტის NATO-ს სამიტზე მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოსთვის მაპის მინიჭებას, ხოლო როდესაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია განახორციელა, იგი სათავეში ჩაუდგა რეგიონის ქვეყნებსა და საერთაშორისო საზოგადოებას, რათა ეს აგრესია შეეჩერებინა. სწორედ რუსეთის იმპერიალიზმის შესაჩერებლად, იმისთვის, რომ ყველა ევროპელს ჰქონოდა თანაბარი განვითარების შანსი, ევროკავშირმა, პოლონეთის ინიციატივით, აამოქმედა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა, რომელმაც, მათ შორის, საქართველოც მოიცვა. ყველა ამ მიზეზის გათვალისწინებით, პოლონეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს და მომავალშიც განაგრძობს საქართველოს საზოგადოების მისწრაფების მხარდაჭერას ევროპული და ტრანსატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

ამბობს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. 

კომენტარები