პოლონეთი-საქართველო

დარჩიაშვილი: ჩვენ ვაფასებთ პოლონეთის ურყევ მხარდაჭერას, როცა საქმე სუვერენიტეტს ეხება

ვისაუბრეთ საქართველოს ოკუპაციაზე, იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს აქვს ქვეყანას და ამ მიმართულებით პოლონეთის ძლიერ მხარდაჭერაზე. ჩვენ ძალიან ვაფასებთ პოლონეთის ურყევ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც საქმე ეხება ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, რომელიც ერთ-ერთი სენსიტიური საკითხია ჩვენს საგარეო პოლიტიკაში. ჩვენ ძალიან მადლობელი და მოხარულები ვართ, რომ გვყავს პოლონეთი, რომელიც ურყევად დგას ჩვენი ქვეყნის გვერდით ამ მიმართულებით. 

ჩვენ შევეხეთ უკრაინაში მიმდინარე ომს, რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. მე გავუზიარე ბატონ რაუს ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ გადადგა უკრაინის მხარდასაჭერად, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ვისაუბრეთ იმ თანამშრომლობაზე, იმ მხარდაჭერაზე, რომელიც საქართველომ განახორციელა უკრაინის მისამართით. ვისაუბრეთ მომავალში ჩვენს ახლო კოორდინაციაზე ამ მიმართულებით. ორმხრივი ურთიერთობები ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ფასეულია. ვიმსჯელეთ და გავაგრძელებთ მსჯელობას, თუ როგორ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ორმხრივ ურთიერთობებში, იმისთვის, რომ გავაძლიეროთ და კიდევ უფრო დავაახლოვოთ ჩვენი ქვეყნები. 

ამბობს საქართთველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი პოლონელ კოლეგასთან, ზბიგნევ რაუსთან ერთობლივ ბრიგინგზე. 

კომენტარები