პოლონეთი-საქართველო

ზბიგნევ რაუ: დარჩიაშვილთან შეხვედრაზე განვიხილეთ სააკაშვილის სიტუაცია

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნიევ რაუ თბილისში იმყოფება. ის ვიზიტისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

ზბიგნიევ რაუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლონეთის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ასევე, პოლონელი დიპლომატის მიხედვით, ერთ-ერთი განსახილველი საკითხი პატიმრობაში მყოფი, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იყო. 

"განვიხილეთ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტუაცია. ყველა ამ საკითხში პოლონეთი ცდილობს იპოვოს კონსტრუქციული გამოსავალი და გაუწიოს საქართველოს ყველა შესაძლო დახმარება, ვინაიდან ღრმად გვჯერა, რომ პოლონეთ-საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობა ემსახურება როგორც ჩვენი ქვეყნების, ევროპის, ისე თავისუფალი მსოფლიოს საზოგადოების ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს". – თქვა რაუმ. 

კომენტარები