ანტიტერორისტული კოალიცია

თურქეთმა სირიის საზღვარზე ტანკები განალაგა

Bulent Kilic / AFP

თურქეთმა სირიის საზღვართან ჯავშანსატანკო ქვედანაყოფები გადაისროლა.

ეს გადაწყვეტილება გენერალურმა შტაბმა მას შემდეგ მიიღო, რაც პროვინცია შანლიურფაში, სირიის ტერიტორიიდან ნასროლი ორი ჭურვი აფეთქდა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შენობები და მანქანები დაზიანდა.

სირიის ტერიტორიაზე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ავიადარტყმებს საერთაშორისო კოალიცია ახორციელებს. 

კომენტარები