ანტიტერორისტული კოალიცია

ობამას ადმინისტრაცია ISIS-თან ომში ირანთან კომუნიკაციის დაწყებას ცდილობს

worldtribune.com

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ISIS-თან ომში ირანთან კომუნიკაციის დაწყებას ცდილობს. გასულ თვეს ობამამ ირანის სულიერ ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავანა, სადაც ISIS-ის დამარცხების საქმეში საერთო ინტერესებზე საუბრობს. აშშ ოფიციალური პირების განცხადებით საუბარი არ არის საერთო სამხედრო მოქმედებებსა და დაზვერვაზე, თუმცა ISIS-ის საქმეზე თანამშრომლობა აუცილებელია.

რესპუბლიკელმა სენატორებმა ჯონ მაკკეინმა და ლინდსი გრეემა ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას აღმაშფოთებელი უწოდეს. მათი თქმით, ირანში არსებულმა რეჟიმი ISIS-ის აღზევებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და მათთან თანამშრომლობა მხოლოდ აშშ-ის საგარეო პოლიტიკას დააზარალებს და მის მოკავშირეებს გააღიზიანებს.

აშშ-ის წარმომადგენლის ჯენ ფსაკის განცხადებით, ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბარს საერთო არაფერი აქვს აშშ-ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებთან. ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ აშშ-ში არაერთი პოლიტიკოსის გაღიზიანება გამოიწვია და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახლო აღმოსავლეთში ვაშინგტონის მოკავშირეებს, მათ შორის ისრაელსაც ანალოგიური რეაქცია ექნება.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალ ხამენეიმ უარი უთხრა აშშ-ს შეერთებოდა ISIS წინააღმდეგ მებრძოლთა კოალიციას.

კომენტარები