ანტიტერორისტული კოალიცია

თურქეთის პარლამენტმა მთავრობას სირიაში ჯარების გამოყენების უფლება მისცა

თურქეთის პარლამენტმა ნება დართო ქვეყნის მთავრობას, ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე  ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული ძალები გამოიყენოს. რეზოლუციით ასევე ნებადართულია ამავე მიზნით უცხო ქვეყნების შეიარაღებული ძალების მიერ თურქეთის ტერიტორიის გამოყენება.

თუმცა, როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, დაუყოვნებლივ რაიმე ქმედებების განხორციელებას თურქეთის არმია არ აპირებს. მანამდე თურქეთმა სირიის საზღვარზე ჯავშანსატანკო ნაწილები განალაგა.

კომენტარები