პრეზიდენტის მიმართვა

პრეზიდენტი თანახმაა, პარლამენტის წინაშე ნებისმიერი ფორმატით წარდგეს

გიორგი მარგველაშვილი
argumenti.ge

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თანახმაა, პარლამენტის წინაშე ნებისმიერი, მათ შორის, დებატების ფორმატით წარდგეს. 
ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უთხრეს. 

"პრეზიდენტი თანახმაა, ნებისმიერი ფორმატით წარსდგეს პარლამენტის წინაშე, მათ შორის, დებატებზეც თანახმაა, თუმცა ეს ფორმატი, რომლითაც მხოლოდ პრეზიდენტის მიმართვაა გათვალისწინებული, შემოთავაზებული იყო პარლამენტის მხრიდან", - განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში ხვალ ელოდებიან. პრეზიდენტის მიმართვა პოლიტიკური დებატების გარეშე წარიმართება. დებატების გამართვის საკითხი პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობამ დააყენა, თუმცა უმრავლესობამ ეს ინიციატივა არ გაითვალისწინა. ამის შემდეგ, საპარლამენტო უმცირესობამ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდა, ფორმატში ცვლილებები შეიტანოს. ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, პრეზიდენტი დაინტერესებული უნდა იყოს, რომ უმცირესობის მოსაზრებებიც მოისმინოს და დებატების ფორმატს რეგლამენტი არ კრძალავს.

კომენტარები