პრეზიდენტის მიმართვა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მივიდა

ეროვნული ბიბლიოთეკის შენობასთან  შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მივიდა. ბიბლიოთეკის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები მას ტაშით შეხვდნენ. შს მინისტრი ბიბლიოთეკის შენობაში შევიდა.
მანამდე, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ  პრეზიდენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სიტყვით გამოსვლისთვის უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს პირადად სთხოვა. 
"ირაკლი ღარიბაშვილი, რა თქმა უნდა, ამას გიგა ბოკერიას დაჰპირდა და თქვენ თავად ნახეთ, პოლიციამ როგორც შეასრულა ეს პირობა. დღევანდელი საქციელიდან ნამდვილად ჩანს, რომ მთავრობასა და პირადად ბიძინა ივანიშვილს სურს დესტაბილიზაცია, ქვეყანაში არეულობა. მათ არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვეულებრივ მიმართვას კონსტრუქციულ სიტუაციაში ჩაევლო. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია - მათ შორის სამოქალაქო დაპირისპირებაზე, ოღონდ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და მშვიდად ეძინოთ", - განაცხადა ნადირაშვილმა.

კომენტარები