პანორამა - თბილისი

საკრებულოს თავმჯდომარე: პანორამა თბილისის პროექტს მხარს უპირობოდ დავუჭერთ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი აცხადებს, რომ პანორამა თბილისის პროექტის განხორციელება აუცილებელია. ალიბეგაშვილი მიიჩნევს, რომ პროექტის შეჩერება დედაქალაქის განვითარებას შეაფერხებს.

"ასეთი პროექტების განხილვა აუცილებლად უნდა შედგეს და მათი განხორციელებაც აუცილებელია თბილისის განვითარებისათვის. ეს არაერთგზის მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ თბილისი უნდა გახდეს რეგიონალური ცენტრი. ასეთი პროექტების ხორცშესხმის გარეშე, თბილისი ვერ გახდება რეგიონალური ცენტრი და ამიტომ ჩვენი მხარდაჭერა იქნება აუცილებელი და უპირობო", - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.

კომენტარები