პანორამა - თბილისი

ნარმანია: პანორამა-თბილისის აუცილებლობაში ორგანიზაციები დარწმუნდებიან

თბილისის მერი დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ პანორამა - თბილისი, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღნიშნული პროექტი გააპროტესტეს და შესაბამისი წერილით პრეზიდენტსა და მინისტრებს მიმართეს. ნარმანია ფიქრობს, რომ ორგანიზაციებს არასათანადო ინფორმაცია აქვთ მიწოდებული.

"ვფიქრობ, საერთაშორისო ორგანიზაციებს არასათანადო ინფორმაცია ჰქონდათ მიწოდებული. მზად ვართ, მათი დაინტერესების შემთხვევაში, მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ისინი დარწმუნდებიან პროექტის აუცილებლობაში, მის აქტუალობაში. ეს არ არის პროექტი, რომელიც რამეს ვნებს, პირიქით, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია", - თქვა ნარმანიამ.

კომენტარები