პანორამა - თბილისი

გიორგაძე: პანორამა თბილისის საკითხის წამოწევა ჩემთვის გაუგებარია

[პანორამა თბილისის] პროექტმა თავის დროზე ძალიან ბევრი ექსპერტის ხელში გაიარა. მერიაში განხილვები გამჭვირვალედ და ღიად ჩატარდა, რომელშიც მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებიც მონაწილეობდნენ. ამ რეკომენდაციების და შენიშვნების შემდეგ, რომელიც გამოთქმული იყო ექსპერტების მიერ, მათ შორის დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, იყო მიღებული გადაწყვეტილება ამ პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით. ყველას ჰქონდა საშუალება, რომ თავისი შენიშვნა ან კორექტირება დაეფიქსირებინა ამ პროექტთან დაკავშირებით, რაც თავის დროზე გაკეთდა. ახლა თავიდან ამ საკითხის წამოწევა, თანაც ასეთი სიმწვავით, ჩემთვის პირადად გაუგებარია.

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პანორამა თბილისის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების წერილზე.

კომენტარები