პანორამა - თბილისი

ელისაშვილი: პანორამა - თბილისით მთავრობა იუნესკოს თბილისზე უარს ათქმევინებს

"თუ ხელისუფლება ამ შანსს ხელიდან გაუშვებს, მაშინ მან უნდა იცოდეს, რომ თავისი პოლიტიკით იუნესკოს თბილისთან მიმართებაში უარი ათქმევინა", - ასე ეხმაურებიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობის წევრების განცხადებებს პანორამა - თბილისთან დაკავშირებით.

მათი შეფასებით, თუ პროექტის მშენებლობა გაგრძელდება, თბილისის ისტორიული უბნები იუნესკოს ძეგლთა ნუსხაში ვეღარ მოხვდება.

"ეს არის ბოლო შანსის ხელიდან გაშვება, რასაც ჰქვია თბილისის ისტორიული ნაწილის შესვლა იუნესკოს ძეგლთა ნუსხაში. თუ ამ პასუხისმგებლობას ეს ხელისუფლება საკუთარ თავზე აიღებს, მაშინ ზუსტად უნდა იცოდეს, რომ ის იქნება ერთადერთი ხელისუფლება, შევარდნაძიდან დაწყებული სააკაშვილის ხელისუფლებიდან დამთავრებული, რომელმაც თავისი პოლიტიკით ის გააკეთა, რომ იუნესკოს უარი ათქმევინა თბილისთან მიმართებაში," -  განაცხადა რუსთავი 2-თან საუბრისას კულტურულოგმა, ცირა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პანორამა - თბილისის პროექტს საერთაშორისო ორგანიზაციებიც აპროტესტებენ

თბილისის მერი, დავით ნარმანია უკვე მეორე დღეა, საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკას არ პასუხობს.

 

კომენტარები