სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ადვოკატს თავს დაესხნენ

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა
facebook.com/SaakashviliPresidentalLibrary

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაზე განხორციელებული თავდასხმის გამო, ბიბლიოთეკამ გადაწყვიტა მიეღო სამართლებრივი ზომები თავისუფალი თაობისა და მისი წარმომადგენლის - ლადო სადღობელაშვილის პასუხისგების მიზნით. ამის შესახებ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს და აღნიშნეს, რომ ამ მიზნით კომპანია ბი-ჯი-აი ლეგალმა, რომელიც ბიბლიოთეკის იურიდიულ ინტერესებს იცავს, გასულ კვირას მოამზადა და გაგზავნა შესაბამისი სარჩელი სასამართლოში. 

"16 მარტს, საღამოს ათის ნახევარზე, გაურკვეველი პირები, სახლის სადარბაზოსთან, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე თავს დაესხნენ აღნიშნულ საქმეზე მომუშავე იურისტს, ადვოკატ დავით კაკოიშვილს, რომელსაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. დავითი არის კანონმორჩილი, და უკონფლიქტო ახალგაზრდა, გამოირჩევა განსაკუთრებული თავაზიანობითა და წესიერებით. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ აღნიშნული დანაშაული და გადადგან ყველა ნაბიჯი თავდამსხმელთა პასუხისგებაში მისაცემად" - აცხადებენ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში.

კომენტარები