სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა

საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ თავისუფალ თაობას სასამართლოში სარჩელი მოუგო

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ ორგანიზაცია თავისუფალ თაობას სასამართლოში სარჩელი მოუგო. საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა თავისუფალ თაობას შენობის წითლად შეღებვის გამო უჩიოდა. სასამართლომ მოპასუხეებს ბიბლიოთეკისთვის მიყენებული ზიანის - 330 ლარის და მოსარჩელის საპროცესო ხარჯების სრულად ანაზღაურება დააკისრა.

"საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მიერ სარჩელით მოთხოვნილი იყო იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ბიბლიოთეკას მიადგა თავისუფალი თაობის აქტივისტების და მისი ლიდერების ვლადიმერ სადღობელაშვილის და ვალერიან დუმბაძის მიერ, 2015 წლის 20 თებერვალს, როდესაც მათ წითელი საღებავები ესროლეს ბიბლიოთეკის შენობას და წითლად შეღებეს მისი გარე ფასადი", - აცხადებს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა.

კომენტარები