სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც სააკაშვილის ბიბლიოთეკას ცეცხლი წაუკიდა

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებამ დააკავა პირი, რომელმაც სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ცეცხლი წაუკიდა.

შსს-ის ცნობით, დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ბ.ქ [ბაჩო ქათამაძე], რომელიც წარსულში ნასამართლევია.

ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.ქ. ცხელ კვალზე დააკავა. საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს", - წერია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოქალაქემ, ბაჩო ქათამაძემ, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ცეცხლი დღეს წაუკიდა. მას დანაშაულის ჩადენისას Facebook-ზე LIVE ჰქონდა ჩართული.

ის ამბობდა, რომ "კორონავირუსი საიდანაც ვრცელდება", იმ "ბუდის" დემონტაჟს აკეთებს. რამდენიმე წამით ქათამაძის გამოსახულება ქრება, რის პარალელურადაც მტვრევის ხმა ისმის. როდესაც LIVE-ში ბრუნდება, მის უკან, სააკაშვილის ბიბლიოთეკის შენობას ცეცხლი უკიდია.

"იბუგება, იბუგება ყველაფერი, გადავბუგავ ყველაფერს, დედას მოვ****ავ ამგენს. პოლიცია, დამირეკე, აგერ ვარ, არსად არ გავრბივარ, მეფე ვარ, მეფე... მიშას ბიბლიოთეკა დაიწვა, რა, აბა, რა ჰგონიათ, სადამდე იბლატავებენ" - ამბობს ის.

კომენტარები