დაუბეგრავი მინიმუმი

ე.წ. დაუბეგრავი მინიმუმის თანხების მითვისების ფაქტზე მოქალაქეები დააკავეს

100 ლარიანი კუპიურა
e-allmoney.com

სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის დაუფლების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს.

გამოძიების თანახმად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ე.წ. დაუბეგრავი მინიმუმის პროგრამის ამოქმედების შემდეგ განზრახ, ყალბი მონაცემების შეტანით აკორექტირებდნენ ფაქტობრივად არაფუნქციონირებადი საწარმო - შპს პრო მაშინის გასული წლის დეკლარაციებს, რითაც ფიქტიურად დასაქმებულად აჩვენებდნენ საქართველოს ათასობით მოქალაქეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურთან ერთად, გამოავლინა სქემა, რომლის ფარგლებშიც დაკავებული არიან მოქალაქეები: ნანა მენთეშაშვილი, ზურაბ ვაჩეიშვილი, გრიგოლ ძაგანია და ლევან შურღაია, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს სალომე დევაძე, ნიკოლოზ ვეკუა, ელეონორა გიორგაძე, ნანი კობახიძე და ვასილ გაბუნია.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამის შემდეგ, ამ მოქალაქეების სახელით, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან აგზავნიდნენ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციებს და ამ გზით ბიუჯეტიდან უკანონოდ იღებდნენ ე.წ. დაუბერგავი მინიმუმის სახელმწიფოს კუთვნილ თანხას.

"საერთო ჯამში, ბიუჯეტისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 419 095 ლარი", - ნათქვამია განცხადებაში

დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება.

კომენტარები