13 ივნისი

ცხადაძე: ნაკრების წევრები სტიქიით დაზარალებულებს სოლიდურ თანხას ჩაურიცხავენ

facebook.com/GeorgianFFofficial

22 ივნისს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენცია გამართა. სპეციალისტმა ჯვაროსნების მიერ ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის უკანასკნელ ტურში, პოლონეთთან სტუმრად ანგარიშით 4:0 წაგებული შეხვედრის გარდა, სხვა თემებზეც ისაუბრა. გამოცემა მსოფლიო სპორტმა ცხადაძის კომენტარი გაავრცელა.

ნაკრების თავკაცის თქმით, ჯვაროსნები 13 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიით დაზარებულებს გარკვეულ თანხას გადაურიცხავენ.

"საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით თბილისში სტიქიით დაღუპულთა ოჯახებს ვუსამძიმრებ. კვირას, ნაკრების კაპიტანსა და ვიცეკაპიტანს ვესაუბრე, რის შემდეგ გადაწყდა, რომ ეროვნული ნაკრების წევრები სტიქიით დაზარალებულებს სოლიდურ თანხას ჩაურიცხავენ," - განაცხადა კახა ცხადაძემ.

კომენტარები